საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გადაწყვეტილება მიიღო, საფრანგეთში 24 აპრილი სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ეროვნულ დღედ გამოაცხადოს. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში სომხური ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ემანუელ მაკრონის თქმით, 1915 წლიდან საფრანგეთი გენოციდს უწოდებს იმას, რაც არის: „კაცობრიობის წინაშე დანაშაული, რომელიც 2001 წელს კანონით იყო აღიარებული“.
„ფრანგი სომხების ისტორია საფრანგეთის ისტორიაა. სომხების გენოციდი ჩვენი მეხსიერების ნაწილია, რომელსაც პატივი უნდა მივაგოთ ჩვენს რესპუბლიკაში“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამ საკითხზე საფრანგეთის ხედვას არ იზიარებს და ის განაგრძობს დიალოგს, რათა ისტორიული ფაქტები მიიტანოს ერდოღანისადმი.
შეგახსენებთ, რომ სომხეთში ყოველ წელს 24 აპრილს სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავენ.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021