25 აპრილს სომხეთს ეწვევა ბან კი მუნი

25 აპრილს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა გაერო-ს მთავარი მდივანი ბან კი მუნი. ამის შესახებ civilnet.am საინფორმაციოს აცნობა გაერო-ს სომხეთის ოფისის საზოგადოებრივი საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელმა არმინე ჰალაჯიანმა. მან აღნიშნა, რომ ბან კი მუნის ვიზიტი რეგიონალური ხასიათისაა. ასევე იგი საქართველოსა და აზერბაიჯანს ესტუმრება.

შეგახსენებთ, რომ ეს იქნება გაერო-ს მთავარი მდივნის, ბან კი მუნის პირველი ოფიციალური ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში, ხოლო საქართველოში – მეორე.
ფოტო:un.org

Leave a Reply