ფაშინიანი ბუნდესტაგის გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციით, 31 იანვარს საღამოს, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა ბუნდესტაგის გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დეპუტატებთან.

შეხვედრას გერმანიის კანცლერის ოფისისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთ-გერმანიის თანამშრომლობის დინამიკური განვითარება პრიორიტეტულია სომხეთის საგარეო პოლიტიკაში და პარლამენტთაშორისო ურთიერთობები განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ორმხრივ დღის წესრიგში. ამ კონტექსტში, სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა გერმანიის პარლამენტარებთან აქტიური კონტაქტს ხაზი გაუსვა.