მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები სავარაუდოდ გაუქმდება

მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები სავარაუდოდ გაუქმდება, თუმცა ამ ეტაპზე კონსულტაციები გრძელდება. დღეს, სწორედ ამ საკითხზე განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიხეილ ბატიაშვილს შეხვდა.

მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელები ამ შემთხვევაში თანაბარ პირობებში უნდა იყვნენ.

გამოცდების გაუქმების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას, ქრონიკის ინფორმაციით, საზოგადოებას პრემიერმინისტრი ხვალ გააცნობს.

რამდენიმე დღის წინ განათლების მინისტრმა საზოგადოებას რეფორმის ზოგიერთი ასპექტი გააცნო, რომლის თანახმად 2020 წლიდან გაუქმდება სკოლის გამოსაშვები გამოცდები, თუმცა წელს ამ გამოცდებისგან მხოლოდ მე-11 კლასელები გათავისუფლდებიან.

ამის გამო აბიტურიენტები კვირას განათლების სამინისტროსთან აქციას აანონსებენ და გამოცდების მეთორმეტე კლასისთვის გაუქმებას მოითხოვენ.

imedinews.ge