ცვლილება, რომელიც 2020 წლიდან ეთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების ჩაბარების ვალდებულების გაუქმებას გულისხმობს, “1+4” პროგრამას არ შეეხება. ამის შესახებ რადიო „მარნეულს“ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში განუცხადეს. განმარტეს, რომ 1+4 პროგრამის სტუდენდებისთვის არანაირი ცვლილება არ იქნება და უნარების ჩაბარება ისევ იქნება სავალდებულო.
ე.წ. 1+4 პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას სომხურ აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ენებზე და სათანადო ქულების დაგროვების შემთხვევაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. ახალგაზრდები 1 წლის განმავლოვაში გადიან ქართულ ენაში მომზადების კურსს და შემდგომ 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში აგრძელებენ სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე.
აღსანიშნავია, რომ დღეს, 28 იანვარს გახდა ცნობილი ის, რომ 2020 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება. ასევე მე-11 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდები 2019 წელს უქმდება.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021