სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის აპარატი საქმის წარმოების ციფრული მეთოდით ისარგებლებს. ამის შესახებ 29 იანვარს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა ედუარდ აღაჯანიანმა ფიესბუქის თავის გვერდზე დაწერა.
” გარკვეული ექსპერიმენტების შემდეგ პრემიერ მინისტრის აპარატი საქმის (Digital Paper) წარმოების ციფრული მეთოდის გამოყენებაზე გადავა. ამის შედეგად ბეჭდვის ხარჯები მკვეთრად შემცირდება. ამგვარად ჩვენ ვინარჩუნებთ ბუნებას, ვზოგვათ სახსრებს, ასევე ვუფრთხილდებით ჩვენს თვალებს ” , – განაცხადა ედუარდ აღაჯანიანმა.