სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა სომხეთის იეზიდურ სათვისტომოს მალაქე თაუსი მიულოცა

„გულითადად ვულოცავ სომხეთის იეზიდებს ახალი წლის მალაქე თაუსთან დაკავშირებით. როგორც სომხეთის იეზიდური სათვისტომოსთვის, ასევე მთელი ერისთვის ახალი წლის ბრწყინვალე დღესასწაული  საომარმა მოქმედებებმა და მსხვერპლმა დაჩრდილა.

სომხეთის ხალხი თავის იეზიდ ძმებთან ერთად ყოველთვის იზიარებს როგორც სიხარულს, ასევე მწუხარებასა და დანაკარგის ტკივილს. სომეხი და იეზიდი ხალხების ძმობამ  საუკუნეებს გაუძლო და უფრო გაძლიერდა.
ძვირფასო იეზიდო თანამემამულეებო!

გისურვებთ,  ახალმა წელმა მხოლოდ წარმატება და ბედნიერება მოგიტანოთ, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენი ქვეყნის საზღვრებზე მშვიდობა სუფევდეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად  ავაშენებთ აყვავებულ და უსაფრთხო ქვეყანას, სადაც ყველა ღირსეულად იშრომებს და   იცხოვრებს,“   – ნათქვამია პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის მისალოც გზავნილში რომელსაც hetq.am საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
ფოტო:versia.am

 

 

Leave a Reply