საქართველოში წითელას 580 შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო კვლავ წითელას ეპიდემიის წინაშე დგას, სტატისტიკა მზარდია. ამ დროისთვის 580 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათი უმრავლესობა დაფიქსირებულია თბილისსაა და სამეგრელოში, ასევე იმერეთსა და კახეთში.

ბოლო სამ დღეში ვაქცინაცია 12 000 მოქალაქემ ჩაიტარა, თუმცა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე მოსახლეობას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს. მისი ინფორმაციით, დასაშვებია 6 თვის ბავშვის აცრაც, თუ ის წითელას ვირუსის მქონე პირთან იყო კონტაქტში.

მთავრობის ბოლო დადგენილებით, აცრები დაიწყო პენიტენციურ სისტემაში. სამხედრო შენართებში და ყველგან, სადაც ორგანიზებული ჯგუფებია მობილიზებული.

რაც შეეხება H1N1-ის ვირუსს, სტატისტიკა კლებადია. H1N1-ის ვაქცინის დამატებითი მარაგი ქვეყანაში შემოსულია მაღალი რისკის ჯგუფებისათვის. ცნობილია, რომ დღის ბოლოდან პირველადი ჯანდაცვის ცენტრები შეივსება და ხელმისაწვდომი, პირველ რიგში, ორსულებისთვის იქნება.

imedinews.ge