სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოწვევით, 21-22 აპრილს სომხეთს ოფიციალური ვიზიტით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სერგეი ლავროვს სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი მიიღებს. 22 აპრილს შედგება სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებები და საერთო პრეს-კონფერენცია გაიმართება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სერგეი ლავროვი წიწერნაკაბერდში გენოციდის მსხვეპლთა ხსოვნას პატივს მიაგებს.
ინფორმაციას ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო hetq.am.
ფოტო:verelq.am
ანა სარქისიანი
ჟურნალისტი