ვროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით მისალოცი გაუგზავნა.
სომხეთის მთავრობის საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მისალოცში, კერძოდ წერია:
” გილოცავთ სომხეთის პრემიერ მინისტრის თანამდებობას , რომელიც მოჰყვა 2018 წლის 9 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებზე თქვენ გამარჯვებას. . გასულ წელს დაწყებული პოლიტიკური ტრანსფორმაცია დასრულდა მშვიდობიანად, საკონსტიტუციო ნორმების შესაბამისად ახალი პარლამენტის ჩამოყალიბებით . 9 დეკემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგები სომეხი ხალხის დემოკრატიისკენ და კეთილდღეობისკენ სწრაფვაზე მეტყველებს. ევროპის საბჭო ახალ მთავრობასთან ითანამშრომლებს ამ მიზნების შესრულებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის უწყვეტი განმტკიცება, რომელიც ბოლო წლებში ქვეყანამ აჩვენა გაგრძელდებასომხეთის მოქალაქეების კეთილდღეობისთვის. გისურვებთ წარმატებას თქვენი მნიშვნელოვან მოვალეობების შესრულებაში”