სალომე ზურაბიშვილმა ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით მიულოცა. მისალოცში წერია:

“გულით ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას. მას წარმატებებს, ხოლო ჩვენს მეგობარ სომეხ ხალხს კეთილდღეობას ვუსურვებ”

შეგახსენებთ, რომ ნიკოლ ფაშინიანს მისალოცი ასევე გაუგზავნა პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.