სომხეთის ეროვნული ასამბლეის მე-7 მოწვევაზე ბლოკმა “ჩემი ნაბიჯი” პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე “ჩემი ნაბიჯი” ფრაქციის დეპუტატი არარატ მირზოიანი წარადგინა.
პარლამენტში, არარატ მირზოიანი თანამდებობაზე “ჩემი ნაბიჯი” ფრაქციის ხელმძღვანელმა, კულტურის ყოფილმა მინისტრმა ლილით მაკუნცმა წარადგინა.
“არარატ მირზოიანი აქტიურად მონაწილეობს სომხეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაში 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ყოველთვის მოქმედებს, როგორც სომხეთის სუვერენული და დემოკრატიული განვითარების ერთგული. ის “სამოქალაქო კონტრაქტი” პარტიის დამფუძნებელი წევრია, ხოლო 2017 წლის ოქტომბრიდან არის “სამოქალაქო კონტრაქტის” გამგეობის წევრი. 2017 წლის აპრილში ის აირჩიეს ეროვნული ასამბლეის მე-6 მოწვევის დეპუტატატად იყო ფრაქცია „ელქ-ის“ წევრი. 2018 წლის აპრილ-მაისში სომხეთში არაძალადობრივი, ხავერდოვანი რევოლუციის გამარჯვების შემდეგ მან განაგრძო მუშაობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, სომხეთის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე“, – აღნიშნა ლილით მაკუნცმა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021