სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ელმარ მამედიაროვს 16 იანვარს, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა შუამავლობით და მონაწილეობით, შეხვდება.

მნაცაკანიანი-მამედიაროვის ბოლო შეხვედრა 2018 წლის 5 დეკემბერს მილანში გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კარგი იდეების გაცვლა იყო.