მოსკოვში „შერემეტიევოს“ აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც მესაზღვრეს ფულს სთავაზობდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
„წინასწარი გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 2019 წლის 9 იანვარს 10:20 საათიდან 10:30 საათამდე პერიოდში, საერთაშორისო აეროპორტი „შერემეტიევოს“ სასაზღვრო კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელს საქართველოს მოქალაქემ 50 ათასი რუბლის ოდენობის ქრთამი გადასცა არაკანონიერი ქმედებების განსახორციელებლად, რუსეთის ტერიტორიაზე ჩინეთის მოქალაქის შეშვებისთვის, რომელსაც აქამდე უარი ეთქვა რუსეთის ტერიტორიაზე შესვლაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აღნიშნავენ, რომ რუსეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას საქართველოს მოქალაქის დაკავებაზე შეატყობინეს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021