სომხეთის ახლადარჩეული ეროვნული ასამბლეის დეპუტატების მანდატის მიღების ცერემონია გაიმართა

სომხეთის დედაქალაქ ერევანის ალექსანდრ სპენდარიანის სახელობის ოპერის და ბალეტის ეროვნული აკადემიის თეატრში სომხეთის ახლადარჩეული ეროვნული ასამბლეის დეპუტატების მანდატის მიღების ცერემონია გაიმართა.

ახლადარჩეული ეროვნული ასამბლეის პირველი სხდომა 2019 წლის 14 იანვარს 10:00 საათზე გაიმართება. ახალ ასამბლეაში 133 დეპუტატი იქნება. მათ შორის 88 ალიანსიდან “ჩემი ნაბიჯი” ეროვნულ უმცირესობათა 4 წარმომადგენელის ჩათვლით. პარტია “აყვავებული სომხეთი”ი ს 26 დეპუტატი და “ნათელი სომხეთი” ის 18 დეპუტატი.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ასამბლეის ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი “ჩემი ნაბიჯი” ალიანსის წევრი 25 წლის სონა ღაზარიანი, ხოლო ყველაზე ასაკოვანი,- ქურთული საზოგადოების წარმომადგენელი 73 წლის კნიაზ ჰასანოვი გახლავთ.

ფაშინიანი სომხეთის ხელისუფლებაში ამ წლის მაისში მასობრივი აქციების ფონზე მივიდა. მან პრემიერმინისტრის პოსტზე სერჟ სარგსიანი შეცვალა.