Latest posts by Aliq Media (see all)
რუსეთში მოღვაწე სომეხი მილიარდერი სამველ კარაპეტიანისა და მისი ძმის კარენ კარაპეტიანის საწარმოს „ტაშირ გრუპ“-ის საქველმოქმედო ფონდის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ფონდისგან არცახს გადაეცემა 500 000 აშშ დოლარი, ასევე 2000-2000 დოლარი გადაეცემა 2016 წლის აპრილის დასაწყისში არცახის (მთიანი ყარაბაღი) საზღვრების დაცვისას დაღუპულ ყველა სამხედროს ოჯახს.
შეგახსენებთ, რომ სამველ კარაპეტიანი, ფორბსის ჟურნალის 2014 წლის მონაცემებით, რუსეთის 200 ყველაზე მდიდარ ბიზნესმენთა რეიტინგში 26-ე ადგილს იკავებს.