სომხეთში ნიკოლ ფაშინიანს ფული ჰქონდა? ის თავისი მანქანაში ბენზინსაც ვერ ასხამდა – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის თავის გვერდზე რიგით პირდაპირ ეთერში მაგალითად მოიყვანა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა მშვიდობიანი რევოლუციით.

პირდაპირ ეთერში ერთ-ერთი მისი მიმდევრის კომენტარზე, რომლის შინარრსიც შემდეგი იყო, რომ ფულის და მატერიალური უზრუნველყოფის გარეშე არაფრის შეცვლაა შესაძლებელი. ამ კითხვაზე მიხეილ სააკაშვილმა შემდეგი პასუხი გასცა:

” სომხეთში ნიკოლ ფაშინიანს ფული ჰქონდა? ის თავისი მანქანაში ბენზინსაც ვერ ასხამდა. ფაშინიანმა თავის სასხრებით ჩაასხა ფული, თავის სასხრებით მთელი სომხეთი მოიარა და კაპიკის გარეშე მრავალმილიარდიანი ოპონენტები დაამარცხა. უფრო მეტიც, ციხეში რომ იჯდა, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა ჩემოდნით 270 დოლარი ჩამოუტანა ფაშინიანს და უთხრა: აი, ძმაო ფული , თუ არა და მოგკლავ, ჩაგახრჩობ, აქედან ვერ გახვალ და იცით,რა უპასუხა ფაშინიანმა? გააგზავნა ერთ ადგილზე. ნიკოლ ფაშინიანი დღეს არის სომხეთის პრემიერ-მინისტრი და სომხეთს დღეს მართავს პარლამენტის არაოლიგარქიული უმრავლესობა. აჰა თქვენ მაგალითი როცა ვლაპარაკობთ ფულზე და ასე შემდეგ.