ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჯან კლოდ იუნკერმა მილოცვის ერთობლივი წერილი გაუგზავნეს სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობების შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანს.
მიმართვაში წერია:
” გვსურს მოგილოცოთ 9 დეკემრის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში თქვენი პოლიტიკური ალიანსის გამარჯვება არჩევნები ფუნდამენტური თავისუფლებისა და პატივისცემის პირობებში ჩატარდა და საზოგადოების ფართო ნდობა დაიმამსახურა.. თქვენ სომხეთის მოქალაქეებისგან რეფორმების განხორციელების ძლიერი მანდატი მიიღეთ.ევროკავშირი მზად არის რეფორმების განხორციელების გზაზე მხარდაჭერისთვის. ევროკავშირი-სომხეთის ყოვლისმომცველი და გაძლიერებული შეთანხმება, რომელიც პირობითად 2018 წლის 1 ივლისისდან მოქმედებს, უზრუნველყოფს ჩვენი თანამშრომლობისა და ასევე სომხეთის რეფორმების ამბიციურ პროგრამებს. შეთანხმება ასევე ხელს შეუწყობს მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური სისტემის დანერგვას, რაც სომხეთის კეთილდღეობისთვის აუცილებელია. რეგიონალურ კონტექსტში, იმედი გვაქვს, რომ სომხეთი თანამშრომლობას გააგრძელებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. 2019 წელს ამ პარტნიორობის ფორმატს არსებობის 10 წელი უსრულდება. ასევე ვიმედოვნებთ რომ ახალი ძალისხმევით გააგრძელებთ საქმიანობას რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიმართულებით.
წარმატებებს გისურვებთ სომხეთის მართვის საქმეში”.