168.am გაზეთი წერს, რომ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი კოზაკმა სომხეთის მთავრობას, კერძოდ სომხეთის ვიცე-პრემიერს ტიგრან ავინიანს წერილობითი განცხადებით მიმართა, რომ საზღვარზე 1000 კუბური მეტრი რუსული გაზის ღირებულებას 215 დოლარი იქნება და ეს ფასი განხილვას აღარ დაექვემდებარება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის გაზის მიწოდების ხელშეკრულების მოქმედების ვადა 31 დეკემბერს იწურება. სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოვალეობების შემსრულებელმა გარეგინ ბაღრამიანმა დაახლოებით 10 დღის წინ განაცხადა, რომ მიუხედავად ამ ფაქტისა, გაზის მიწოდება არ შეჩერდება, ხოლო ახალი ფასი მოლაპარაკების დასრულების შემდგომ გამოცხადდება.