ქალაქ რუსთავის და სომხეთის ქალაქ მარტუნის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ქალაქ მარტუნის მერიაში რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და მარტუნის მერმა არმენ ავეტისიანმა მოაწერეს ხელი. არმენპრესს ამის შესახებ ქალაქ მარტუნის მერიიდან შეატყობინეს.
არმენ ავეტისიანმა განაცხადა:
” ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების აუცილებლობის გათვალისწინებით, ორივე მხარე მზადაა ხელშემწყობი პირობები შექმნას ორმხრივი ვიზიტების, კონტაქტების, დისკუსიის, საერთო პროგრამების განსახორციელებლად. ორმხრივი თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობის დამყარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ტურიზმის განვითარების მიმართულებებია. დარწმუნებული ვარ, რომ მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება ეფექტური საშუალებაა ჩვენი ორი ქალაქის განვითარების, მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ეს ხელს შეუწყობს ასევე სომხურ-ქართული კავშირების გაძლიერებას, ჩვენი ხალხის ისტორიის ახალი ეტაპის გამდიდრებას. ვფიქრობ, რომ მემორანდუმი მომდევნო წელს ძალაში შევა”.