საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“ განცხადება გაავრცელა

საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“ განცხადება გაავრცელა, საქართველოში მოქმედმა სომხურმა საერო და სასულიერო ორგანიზაციებმა 1915-23წწ. სომეხთა დიდი გენოციდის საკითხის განხილვის მოთხოვნით, საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს მიმართეს. განცხადების ტექსტს წარმოგიდგენთ ქვემოთ:

1915–1923 წლებში განხორციელებული გეგმის შედეგად, სომეხმა ერმა 2 000 000-ზე მეტი ადამიანი და საკუთარი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაკარგა. თურქეთის ხელისუფლების მიერ 1915–1923 წლებში სომხეხი ერის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული კლასიფიცირდება როგორც გენოციდიდანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. ამაზე მეტყველებს უამრავი დოკუმენტი, მათ შორის იურიდიული ძალის მქონე.  

 

ჯერ კიდევ 1915 წლის მაისში დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და რუსეთმა ერთობლივი დეკლარაციით გამოვიდნენ, რომლითაც თურქეთში მიმდინარე სომეხი ერის განადგურებას „კაცობრიობისა და ცივილიზაციის წინააღმდეგ ახალ დანაშაულს“ უწოდებდნენ. სომეხი ერის უფლებების აღდგენის საკითხი იყო განხილული 1919 წელს, პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე.

 

1919 წლის სამშვიდობო კონფერენციის მუშაობის ფარგლებში მოწვეული იყო სამხედრო ტრიბუნალი, რომელიც მიზნად ისახავდა პირველი მსოფლიო ომის დროს თურქეთის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გარემოებებისა და დამნაშავეების დადგენა. სამხედრო ტრიბუნალმა თურქეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები დამნაშავედ სცნო და მათ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. საერთაშორის თანამეგობრობის მიერ სომეხი ერის შელახული უფლებების აღდგენის დამადასტურებელია ასევე 1920წ. სევრის ხელშეკრულება.

 

სომეხთა გენოციდის ფაქტი საფუძვლად დაედო 1943. რაფაელ ლემკინის მიერ შემუშავებულ და 1948. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ 260 A(III) რეზოლუციას, რომლითაც მიღებულ იქნაკონვენცია გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ“. 1993 წლის 11 ოქტომბერს ჩვენმა სახელმწიფომ, საქართველომ, ამ კონვენციის რატიფიცირება მოახდინა.

 

დღეისათვის, სომეხი ერის გენოციდი, შესაბამისი რეზოლუციებითა და გადაწყვეტილებებით აღიარებულია მსოფლიოს 20-ზე მეტ წამყვან სახელმწიფოს, ასევე მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის ევროპარლამენტის, ევროსაბჭოსა და ევროპის სახალხო პარტიის მიერ. 1915-23წწ. სომეხთა გენოციდის აღიარების პროცესი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიმდინარეობს (აშშ, ბულგარეთი, ესპანეთი, ისრაელი და სხვა).

 

ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი საქართველოში მოქმედი სომხური საერო-საზოგადოებრივი და სასულიერო ორგანიზაციები სამართლიანობის და დემოკრატიული ფასეულობებისთვის ერთგულების სახელით მოგიწოდებთ შეუერთდეთ მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოების ინიციატივებს, პატივი სცეთ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეების ნებას და 1915-23წწ. სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხის განხილვის ინიციატივით წარსდგეთ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წინაშე“, -ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც საქართველოში მოქმედი სომხური სასულიერო და საერო ორგანიზაციები აწერენ ხელს.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედი სომხური ორგანიზაციები უკვე მე–11 წელია, რაც მიმართავენ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს 1915-23წწ. სომეხთა გენოციდის საკითხის განხილვის მოთხოვნით. მრავალრიცხოვანი მიმართვების და მიუხედავად საქართველოს პარლამენტი დღემდე იგნორირებს ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობიდან 6% მოქალაქეების ნებას.

 

მიმართვას ხელს აწერენ შემდეგი ორგაგნიზაციები: სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია, საქართველოს სომეხთა სათვისტომო, სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასთან არსებული კულტურული ცენტრი ჰაიარტუნი, სამცხე–ჯავახეთის სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების საბჭო, აჭარის სომხური სათვისტომო, ქართველ სომეხთა კავშირი.

Armeninan Community-ს პრეს სამსახური

Leave a Reply