57 წლის ქალის მკვლელობისთვის რუსი სამხედრო მოსამსახურე დააკავეს

დღეს, სომხეთის ქალაქ გიუმრის სლაბოდკა უბანში 57 წლის ქალის სასტიკი მკვლელობისთვის რუსი სამხედრო მოსამსახურე დააკავეს.

სომხეთის მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზის მოსამსახურეა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 2 დეკემბერს, გიუმრში სასტიკი ცემის შედეგად 1961 წელს დაბადებული ჯიულეტა ღაზარიანი გარდაიცვალა. ის მერიის გარემოს დაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი იყო. დილით ადრე, როდესაც ქალი სამსახურში მიდიოდა, მას უკან დაედევნენ და სასტიკად სცემეს, რის შედეგად 57 წლის ქალბატონი გადაყვანილი იქნა საავდმყოფოში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.