სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ „ამაყობს ძლიერი სომეხი ხალხით“.
„ძლიერი, ძლიერი, ძლიერი ხალხი. მიყვარხართ ყველანი, ვამაყობ თქვენით და ქედს ვიხრი თქვენს წინაშე“, – დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა ამომრჩეველთა 70%-ის მხარდაჭერა მოიპოვა. ამომრჩეველთა აქტივობამ გუშინ გამართულ არჩევნებზე 49% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ პირველად ისტორიაში ქვეყნის პარლამენტში ვერ გავიდა ყოფილი მმართველი „რესპუბლიკური პარტია“. მათ ამომრჩეველთა ხმების 4,7% მიიღეს, ხოლო პარლამენტში მოსახვედრად საჭირო იყო 5%-იანი ბარიერის გადალახვა.
ipn.ge
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021