ეუთო-ს სხდომაზე ბაქოს მიერ ჩადენილ დანაშაულებათა ნუსხა იქნა წარდგენილი

ეუთო-ში სომხეთის მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა არმან კირაკოსიანმა 14 აპრილს გამართულ ორგანიზაციის მუდმივი საბჭოს სხდომაზე აზერბაიჯანის მხრიდან საერთაშორისო ჰუმანიტარული უფლებების ნორმების დარღვევის  შესახებ განცხადება წარადგინა.

მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ აზერბაიჯანის მხრიდან წამოწყებული ბოლო ფართომასშტაბიანი თავდასხმის დროს, აზერბაიჯანული ძალების მიერ წინასწარ დაგეგმილი სამიზნე ჯგუფი გახდა სამოქალაქო დასახლებული პუნქტები და მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები და ხანში შესული ხალხი. ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი იყო 12 წლის ვაღარშაკ გრიგორიანი, რომელიც თავისი სკოლის წინ „გრადის“ სახეობის სარაკეტო კომპლექსით დაბომბვის შედეგად დაიღუპა, ასევე ორი სკოლის მოსწავლე დაშავდა – აცხადებს ელჩი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობის მიხედვით.

კირაკოსიანმა ასევე ისაუბრა მარტაკერტის რაიონის, სოფელ თალიშში ხალაფიანების ოჯახის სამი წევრის, მათ შორის 92 წლის  მარუსია ხალაფიანის, წამებასა და სასტიკ მკვლელობაზე. სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა აღნიშნა, რომ აზერბაჯანელმა სამხედროებმა, სამხედრო მოსამსახურე  ჰაიკ თოროსიანს, ჰრანტ ღარიბიანს და ქიარამ სლოიანს „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებისთვის დამახასიათებელი სტილით მოკვეთეს თავები.

„აზერბაიჯანული სოციალური ქსელები სავსე იყო ნაწამები სომეხი სამხედროების სურათებით. წითელი ჯვრისა და ეუთო-ს მოქმედი პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის შუამავლობით გამართული   ცხედრების გადაცემის პროცედურის შემდეგ,  სომეხი სამხედროების ცხედრებზე წამების კვალი აღმოაჩინეს“ – განაცხადა მან.

ელჩმა კირაკოსიანმა ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ბარბაროსული მოპყრობა ეწინააღმდეგება ცივილიზებული მსოფლიოს ელემენტარულ ნორმებს და წარმოაგდენს საერთაშორისო დოკუმენტების საფუძვლების, მათ შორის – ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის, ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის, ჟენევის კონვენციების და მათი დამატებითი ოქმების დარღვევას და ატარებს საომარი დანაშაულების ხასიათს.

არმან კირაკოსიანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის მთავრობამ  ჩადენილი ხოცვის ყველა გარემოების გამოსაძიებლად, სისხლის სამართლის საქმეები აღძრა.

მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა ეუთო-ში ოფიციალურად  გავრცელებულ არცახის მთავარი პროკურორის ინფორმაციაზე, რომელიც იცავს დაწვრილებით მონაცემებს გადრაცვლილ და დაშავებულ სამოქალაქო პირთა შესახებ.

სომხურმა მხარემ დაგმო აღმოჩენილი დანაშაულებრივი ქმედებები და მათი ჩამდენების პასუხისმგებლობის შესახებ ისაუბრა. გვაცნობებს civilnet საინფორმაციო სამსახური.

Leave a Reply