სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობების შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევნის 8/16 საარჩევნო უბანზე თავისი არჩევანი გააკეთა. აღვნიშნავთ, რომ ნიკოლ ფაშინიანი “ჩემი ნაბიჯი” ალიანსის სიის ლიდერია.
ფაშინინმა თავისი არჩევნის გაკეთების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთ კითხვაზე, რომელიც სომხეთის რესპუბლიკური პარტიის კანდიდანტ დავით შაჰნაზარიანის მიერ ფაშინიანის წინააღმდდეგ სახელმწიფო ღალატის შესახებ განცხადებას ეხებოდა ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა:
„თუ ვინმე სახელმწიფო ღალატის ფაქტს მალავს, ის ღალატის მხარდამჭერია. აქედან გამომდინარე, ისინი, ვინც სახელმწიფო ღალატში დაგვადანაშაულეს, ისინი თვითონ არიან მოღალატეები, რადგან ისინი ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში არ მიდიან განცხადების დასაწერად, ან პრესკონფერენცია გამართონ დეტალები წარადგინონ“.
პრემიერ-მინისტრის მოვალეობების შემსრულებელმა ასევე სომხეთის სამართლდამცავ ორგანოების დამოუკიდებლად ქმედებებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასამართალდამცავი სისტემა ასეთი დამოუკიდებელი არასოდეს ყოფილა.