9 დეკემბერს დილით ყოველთა სომეხთა კათალიკოსიმა გარეგინ მეორე ქალაქ ეჯმიაწინის 14/11 საარჩევნო უბანში მივიდა და სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. ხმის მიცემის შემდეგ, გარეგინ მეორემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა: „ ხმა მივეცით სომხეთის სტაბილურობას, მშვიდობას და წინსვლას“.
შეგახსენებთ, რომ სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია. საარჩევნო უბნები დილის რვა საათზე გაიხსნა და საღამოს რვაზე დაიხურება. არჩევნებში 11 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. თუმცა, გამარჯვებას ნიკოლ ფაშინიანსა და მის თანაპარტიელებს უწინასწარმეტყველებენ. ფაშინიანი 16 ოქტომბერს სწორედ იმიტომ გადადგა, რომ პარლამენტი ამ გზით დაეთხოვა.