არმენ სარგსიანი: ეს არჩევნები უნდა იყოს ჩვენი მომავლისთვის

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა თავისი არჩევანი გააკეთა.

პრეზიდენტმა სომეხ ხალხს თავისუფალი და დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთება უსურვა. ის საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, ნუნე სარგსიანთან ერთად მივიდა.

„მე მინდა მივულოცო სომხეთის ყველა მოქალაქეს ეს დღე. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი დღეა, როდესაც ხალხმა უნდა გამოხატოს თავისი ნება, რადგან ეს არის ხალხის უზენაესი უფლება. ეს არის დღესასწაული“, – ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა არმენ სარგსიანმა.