დღეს სომხეთში აღნიშნავენ 1988 წლის 7 დეკემბრის სპიტაკის მიწისძვრის 30 წლისთავს. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს საელჩომ სამადლობელი წერილები მიიღო. წარმოგიდგენთ ერთერთ მათგანს.
“გამარჯობა, ბატონო ელჩო,
თქვენ გწერთ ახალგაზრდა, რომელიც 1988 წელს ძალიან პატარა ბავშვი იყო.
ჩემი წერილი ასევე ჩემი მშობლების, ჩვენი ნათესავების, ჩვენი მეზობლების დავალებაა. მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო თქვენს მაშველებს, რომლებიც ეხმარებოდნენ არამარტო ნანგრევვებიდან ადამიანების გამოყვანაში, არამედ განადგურებულის აღდგენაში. მაშინ ბევრი არაფერი მესმოდა, მაგრამ კარგად მახსოვს კარავში შეფარებული ჩვენი ოჯახის გადარჩენილი წევრების, მაგ. ბაბუაჩემის სიტყვები: „ღმერთმა დალოცოს ეს მაშველები, ასეთი საშინელება (ზულუმ) მათ არასოდეს განიცადონ.“. მაშინ ჩვენ არ გვყავდა ჩვენი მაშველები, დიდება უფალს, ახლა გვყავს კარგი მაშვლები და ძლიერი საგანგებო სიტუაციების სამინისტრო, მაშველები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში თქვენი და თქვენი ხალხის გვერდზე იდგებიან. არ მინდა ბევრი დავწერო, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა: მადლობელნი ვართ მაშვლების, მადლობელი ვარ მეც და, ღმერთმა არ ქნას, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ ვიყო ერთერთი პირველი, ვინც დაგეხმარებათ და იქნება თქვენს გვერდით. ბოდიშს გიხდით, რომ ჩემი წერილი არ არის თქვენს ენაზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ სომხურად უკეთესად გამოვხატავ მადლიერებას.
მადლობელი და ყოველთვის მზად მხარდაჭერსათვის,
ბაღდასარიანი ვარდითერ”.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021