რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაზე შეთანხმებას გეგმავენ.
„5 დეკემბერს მილანში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის წინა დღეს დაგეგმილია სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ეუთოს მინისკის ჯგუფის შუამავლობით. შეხვედრა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხს ეხება“, – განაცხადა მარია.