სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან ერთმანეთს

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობით 5 დეკემბერს მილანში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობების შემსრულებლის ზოჰრაბ მნაცაკანიანის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამედიაროვის შეხვედრა შედგება. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.