მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კომიტეტმა მიიღო ინფორმაცია უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცის შესახებ. „არმენპრესსის“ ცნობით, ეს ინფორმაცია აზერბაიჯანულმა მხარემ გაავრცელა. ამის შესახებ იუწყება მთიანი ყარაბაღის ტყვეების, მძევლებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საქმეთა კომიტეტის პრეზიდენტი ვიკტორ ქოჩარიანიც.
„ცოტა ხნის წინ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლებმა მომაწოდეს ინფორმაცია, რომელიც ამ დროისთვის მოწმდება. თუ აღმოჩნდა, რომ ნაპოვნი ნამდვილად სომეხი ჯარისკაცია, ცხედრის მიღების ღონისძიება სწრაფი ტემპებით გატარდება.“ – განაცხადა ვიკტორ ქოჩარიანმა.
შეგახსენებთ, რომ სომხური მხარის მიერ იძებნებოდა 2 აპრილიდან აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებული აგრესიისა და ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 19 სამხედრო პირი. მათგან 18-ის ცხედარი, რომლებსაც ძალადობის ნიშნები აღენიშნებოდათ, აზერბაიჯანულმა მხარემ გადმოსცა. ერთი სამხედროს ბედი კი ჯერჯერობით გაურკვეველია.