სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, შავარშ ქოჩარიანის განცხადება:
„აშკარაა, რომ თურქეთის ცალმხრივი პოზიციისა და ყველაფრის ფასად აზერბაიჯანისთვის მხარდაჭერის მანიის გამო, მისი ნებისმიერი სახით პროცესში ჩარევა მხოლოდ ზარალს მოიტანს. ბაქოს მხრიდან ყარაბაღსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ შეხების წერტილში 2-5 აპრილის გაჩაღებული მოვლენები და თურქეთის მხრიდან გაჟღერებული პროვოკაციული განცხადებები ამის ნათელი მაგალითებია.
არასტაბილურობის, ტერორისა და სისხლისმღვრელი ტალღის გავრცელება როგორც თურქეთის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ თურქეთის ახლანდელი მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგია. თავისი პროვოკაციული განცხადებით თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფაქტობრივად ძალადობის ტალღას მთელ სამხრეთ კავკასიაში გავრცელებისკენ უბიძგა“.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ „ტრადიციულად მეგობარი მუსულმანური სახელმწიფოები კარგად აცნობიერებენ თურქეთის ნამდვილ მიზნებს და ისინი ანკარის პროვოკაციას არ წამოეგებიან“. გვაცნობებს სომხეთის რადიო თავისუფლება.