22 ნოემბერიდან სომხეთის ფულადი ერთეულის ახალი ბანკნოტი შევა მიმოქცევაში

სომხური ფულადი ერთეულის, დრამის, 25 წლისთავთან დაკავშირებით, 22 ნოემბრიდან მიმოქცევაში ახალი ბანკნოტი შევა.

ცენტრალური ბანკში აცხადებენ, რომ 1000 დრამი ცნობილ მწერალ პარუირ სევაკის სახელს მიეძღვნება, 2000 დრამი მეჭადრაკე ტიგრან პეტროსიანს, 5000 დრამი ვილიამ საროიანს, 10. 000 კომიტასს, 20.000 ჰოვჰანეს აივაზოვსკის, 50.000 გრიგორ ლუსავორიჩს.

აღსანიშნავია, რომ სომხეთის ეროვნული ვალუტა 1993 წლის 22 ნოემბრიდან შევიდა მიმოქცევაში.