საქართველოს მთავრობა “შავ სიაში” დაფიქსირებულ ნახევარ მილიონზე მეტ პირს ვალებს ჩამოაწერს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, 19 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნახევარ მილიონზე მეტ მოქალაქეს ვალებს ჩამოაწერენ.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, 700 000  მოქალაქე იმყოფება ე.წ. შავ სიაში და სრულფასოვანი ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობას მოკლებულია. პრემიერის თქმით, მიმდინარეობდა ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები როგორც საბანკო, ასევე, არასაბანკო სექტორთან და მათმა უდიდესმა ნაწილმა, მათ შორის, სესხების ამომღებმაბიუროებმა“გამოიჩინეს სოციალური პასუხისმგებლობა.”

“მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც შვებას მისცემს ასობით ათას ოჯახს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერისთვის ფონდ “ქართუს”. შავ სიაში დაფიქსირებული ვალების თითქმის 95% შედგება სესხებიდან, რომელთა ძირი თანხა არ აღამატება 2 000 ლარს. საუბარია 600 000 მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე ბანკების, ონლაინ-ორგანიზაციების  თუ სხვადასხვა ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ჯამში შეადგენს, დაახლოებით,  მილიარდ-ნახევარ ლარს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს მილიარდნახევრიანიდავალიანება უნოლდებაჩვენს მოქალაქეებს”, – განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

netgazeti.ge