აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს დიპლომატიური საჩივრით მიმართავს არცახის პრეზიდენტ ბაკო საჰაკიანისთვის ვიზის გაცემის გამო. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ არალეგალური რეჟიმის წარმომადგენლისსთვის აშშ-ის ვიზის მიცემა და მისი წახალისება, არ ექვემდებარება ამერიკის, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანაპრეზიდენტის ქვეყანის ვალდებულებებს. აღნიშნულია ასევე, რომ ეს ნაბიჯი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას უშლის ხელს და ამან აშშ-ის სავიზო პროცედურებზე შეიძლება საგრძნობლად იმოქმედოს.
მანამდე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მსგავსი საპროტესტო ნოტა საფრანგეთსაც გაუგზავნა, ბაკო საჰაკიანის საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით.