ტავუშის რაიონის სოფელ ბერდავანის მოსახლეობამ საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი გზა გადაკეტა

ტავუშის რაიონის სოფელ ბერდავანის მოსახლეობამ საქართველო-სომხეთის სახელმწიფოთაშორისი გზა  გადაკეტა. ისინი მთავრობისგან მოითხოვენ დაიწყოს მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარესთან 34 წლის კარენ ღაზარინის სომხეთში დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე 4 თვეა აზერბაიჯანულ მხარეს დატყვევებული ჰყავს.

ღაზარიანის ნათესავები სოფელ ბერდავანში უკვე ორი დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი ითხოვენ, რომ მთავრობამ პრობლემა გადაწყვიტოს და ღაზარიანი სახლში დააბრუნოს.