ამა წლის 12 აპრილს, ღამით, სომხურ–აზერბაიჯანული სახელმწიფო საზღვრის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში აზერბაიჯანულმა მხარემ ცეცხლსასროლი, მათ შორის, მსხვილკალიბრიანი შეიარაღება გამოიყენა.
იუწყება სომხეთის თავდაცვის სამინისტრო.
სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ფრონტის ხაზის ქვედანაყოფებმა თავშეკავებულობა გამოიჩინეს და საპასუხო ქმედებებს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მიმართეს . ისინი მკაცრად აკონტროლებენ სასაზღვრო სიტუაციას.
მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 12 აპრილს, გამთენიისას, ყარაბაღისა და აზერბაიჯანის დაპირისპირებულ ჯარებს შორის არსებულ შეხების წერტილებში ძირითადად დაცულ იქნა მხარეებს შორის დადებული ზეპირი შეთანხმება ცეცხლის შეჩერების შესახებ. თუმცა, ზოგ მონაკვეთში დაფიქსირდა სხვადასხვა კალიბრის იარაღისა და ნაღმმტყორცნების გამოყენების ფაქტები.
ცხელი წერტილის ჩრდილო-აღმოსავლეთით – მარტაკერტსა და სამხრეთ-აღმოსავლეთით – ჰადრუთში განლაგებული სომხური ქვედანაყოფების მიმართულებით მოწინააღმდეგემ, საერთო ჯამში, სხვადასხვა კალიბრის 24 ჭურვი აამოქმედა.
ასევე, ღამის განმავლობაში აზერბაიჯანულმა მხარემ სამხრეთის, აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის მიმართულებით დაზვერვის მიზნით უპილოტო მფრინავი მოწყობილობა გამოიყენა.
თავდაცვის არმიის ქვედანაყოფებმა ყურადღებით ადევნეს თვალ-ყური მოწინააღმდეგის მოქმედებებს და საჭიროების მიხედვით შესაბამის ზომებს მიმართეს.
იუწყება სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო.