სომხეთსა და საქართველოს საბაჟო სამსახურები მალე ელექტრონული მონაცემთა გაცვლის სისტემით იმუშავებენ, რაც დააჩქარებს სასაზღვრო ინსპექციის პროცესს. ამის შესახებ საქართველოში სომხეთის საელჩო იტყობინება.
“ქართველი მებაჟეები სომხეთის საზღვარზე ტვირთის შესახებ მონაცემების შეაგროვებენ და სომხურ მხარეს გადასცემენ ციფრული წყაროს გაშიფვრით, რის შედეგადაც სომხეთის საბაჟო ზონაში აღარ მოხდება ტვირთის გადაზიდვა. ხელახლა შემოწმდება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში” , – აცხადებს საქართველოში სომხეთის საელჩო.