სომხეთის პოლიციის ცნობით, 11 ნოემბერს ერევანში 30 წლის ქმარმა 20 წლის ცოლს სცემა, რის შემდეგაც, მიღებული ტრავმების შედეგად 12 ნოემბრის ღამეს, ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
პოლიციის ინფორმაციითვე, გამოძიებამ დაადგინა, რომ ცოლსა და ქმარს შორის ჩხუბის დროს, ქმარმა ცოლს დაარტყა, ქალმა გონი დაკარგა, მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
“გამოძიება გრძელდება, დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა”, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ფაქტს სოციალურ ქსელებში სომხეთის ქალთა მოძრაობის წევრები ეხმაურებიან და ქვეყანაში ქალების მიმართ ძალადობაზე საუბრობენ.
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონი სომხეთის პარლამენტმა 2017 წლის 8 დეკემბერს, პარლამენტსა და საზოგადოებაში ხანგრძლივი დებატების შემდეგ მიიღო. შედეგად, კანონის ტექსტში გაჩნდა ტერმინი ”ტრადიციული სომხური ოჯახი”. “ქალთა მიმართ ძალადობის შეჩერების” კოალიციის წევრთა აზრით, ახალი დამატებები კანონის ტექსტში არსებული რეგულაციებს არაეფექტურსა და ბევრად სუსტს ხდის.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021