13-15 ნოემბერს, სომხეთის აღსრულების ბიუროს უფროსის, ჰაკობ ჰაკობიანის ხელმძღვანელობით დელეგაცია მინსკში გაემგზავრა. ვიზიტი ბელარუსის იუსტიციის სამინისტროს აღსრულების გენერალური სამმართველოს უფროსის დიმიტრი კოვალენკოს მოწვევით განხორციელდა, საერთაშორისო საექსპერტო-პრაქტიკული კონფერენცია “სავალდებულო აღსრულების სისტემის განვითარებაზე” მონაწილეობის მიზნით.
საერთაშორისო კონფერენციის დროს განიხილება სხვადასხვა ქვეყნებში სავალდებულო აღსრულების სისტემის გაუმჯობესების სფეროში მიღწეული შედეგები და შემდგომი განვითარების პერსპექტივები.