ოტავაში კანადა-სომხეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კანადის პარლამენტის წამყვანი პოლიტიკური პარტიების და სომხეთის ეროვნული კომიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
არმენპრესის ინფორმაციით, შეხვედრის განმავლობაში ჯგუფის თანაპრეზიდენტმა, კანადის პარლამენტის დეპუტატმა ბრაიან სეინმა კანადის და სომხეთის ურთიერთობების განვითარების საკითხებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასთინ ტრუდოს სომხეთში ოფიციალური ვიზიტის შედეგად ორმხრივ რთიერთობებში აღნიშნულ პროგრესს.
მეგობრობის ჯგუფმა ხაზი გაუსვა ერევანში კანადის საელჩოს გახსნისთვის საჭირო აქტიური სამუშაოების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა კანადაში სომხეთის კონსული არა მკრტჩიანი და კანადაში სომხეთის ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი შაჰენ მირაქიანმა.
შეხვედრის მონაწილეებმა სომხეთისა და კანადის ურთიერთობების გაღრმავებისთვის შესაძლო ინიციატივების საკითხები განიხილეს.