ახალქალაქში ბერძნული ენის კურსები დაიწყო

ახალქალაქში გაიხსნა ბერძნული ენის სასწავლო ცენტრი, სადაც 25 ბერძენი და არა მხოლოდ ბერძენი ბავშვები სწავლობენ. ცენტრი სამცხე-ჯავახეთის ბერძნების კავშირის “პატრიდა-ს” ხელმძღვანელის მიხაილ კოლიკიდის ინიციატივით გაიხსნა.

სასწავლო ცენტრში 2 ჯგუფია, დიდების 10 კაციანი  და პატარების 15 კაციანი. ცენტრი საბერძნეთისა და შერეული, ბერძნულ-სომხური და ბერძნულ-ქართული ოჯახებისთვისაა განკუთვნილი.

ცენტრის მასწავლებელი ადგილობრივი მაცხოვრებელია. გაკვეთილებს საქართველოში საბერძნეთის საელჩო აფინანსებს.

“ეს ყველაფერი იმისთვის გავაკეთეთ, რომ ბერძენი ბავშვებმა გააცნობიერონ და იამაყონ თავიანთი ეროვნებით, რადგან ისინი პონტიელი ბერძნები არიან. მე ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი როდესაც გავიგე ბერძენი ბავშვებისგან, რომლებსაც ეგონათ, რომ ან ქართველები ან პაკისტანელები იყვნენ, – განაცხადა მიხაილ კოლიკიდიმ.