ყირგიზეთის ელჩმა სომხეთის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

სომხეთში ყირგიზეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა ბოლოტ ოთუნბაევმა ქვეყნის პრეზიდენტს არმენ სარგსიანს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება.

პრეზიდენტმა სარგსიანმა მიულოცა და წარმატებები უსურვა ახლადდანიშნულ ელჩს, გამოხატა ნდობა, რომ ის ხელს შეუწყობს სომხეთისა და ყირგიზეთის ურთიერთობების გაღრმავებას. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური დიალოგის გააქტიურება, ვაჭრობის, ეკონომიკური და ჰუმანიტარული ურთიერთობების გაღრმავება ორი მეგობრული ქვეყნის ინტერესებშია.

ყირგიზეთის ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ყველა შესაძლო ნაბიჯს გადადგამს ორმხრივი ურთიერთობების და თანამშრომლობის განვითარებისთვის.