სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც 5 ნოემბერს, ოფიციალური ვიზიტით მთიან ყარაბაღში იმყოფებოდა, არცახის პრეზიდენტ ბაკო საჰაკიანთან ერთად მთიანი ყარაბაღის აღმოსავლეთ საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთებს ეწვია და საზღვარზე არსებულ მდგომარეობას გაიცნო.
ნიკოლ ფაშინიანმა განაცხდა, რომ სროლები ჯერჯერობით არ აღინიშნება და დაამატა, რომ მათი რაოდენობა მინიმალურია.
“შეიძლება ითქვას, რომ ილჰამ ალიევთან ჩემი შეთანხმება შენარჩუნებულია”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, რომ 28 სექტემბერს, ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დუშამბეში, სახელმწიფო საზღვარზე დაძაბულობის შემცირებასა და ინციდენტების პრევენციის თავიდან აცილებაზე შეთანხმდნენ.
Փաշինյանն Արցախում է և զինվորի սնունդն է փորձում (Y)
Posted by NewsPortal on Sunday, November 4, 2018