ბაკო საჰაკიანმა და ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთისა და არცახის სტრატეგიულ საკითხებზე ისაუბრეს

5 ნოემბერს, მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტმა ბაკო საჰაკიანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ნიკოლ ფაშინიანთან ერთად თავდაცვის არმიის საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერების, არცახის და სომხეთის სამხედრო თანამშრომლობა, ვითარება საზღვარზე, ორივე  სახელმწიფოს შიდა და საგარეო პოლიტიკის, საზღვრების მდგომარეობის და ამ კონტექსტში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის კაბინეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მონაწილეობდნენ სომხეთის უსაფრთხების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი, სომხეთის თავდაცვის მინისტრი დავით ტონოიანი და არცახის მთავრობის სხვა წარმომადგენლები.