სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინინმა განაცხადა, რომ 3 დღით, 2 – 5 ნოემბრი, შვეულებაში გადის, ამის შესახებ ფაშინინმა ფეისბუქის პირად გვერდზე განაცხდა.
“ორშაბათამდე შევწყვეტ ყველანაირ სამუშაოს. თქვენი ნებართვით ჩემს თავს პატარა შვებულების უფლებას მივცემ”, – წერს ფაშინინი.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პარლამენტმა 1-ელ ნოემბერს ვერ აირჩია პრემიერ-მინისტრი, შესაბამისად, საკანონმდებლო პროცედურით, პარლამენტი დაითხოვეს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სომხეთში 2018 წლის 9 დეკემბერს დაინიშნა.
ნიკოლ ფაშინიანი, რომელმაც სომხეთის პრემიერის პოსტი 2018 წლის 8 მაისს, ხანგრძლივი საპროტესტო აქციების შემდეგ დაიკავა, 16 ოქტომბერს გადადგა.
გადადგომის მიზეზი მიმდინარე წლის დეკემბერში დაგეგმილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და არსებული კანონმდებლობაა. გადადგომის მიუხედავად, არჩევნების შემდეგ ფაშინიანი პრემიერის რანგში დაბრუნებას გეგმავს.