31 ოქტომბერს, სომხეთის პოლიციის პოლკოვნიკმა, პოლიციის მედიისა და საზოგადოებასთან კავშირების დეპარტამენტის უფროსმა აშოტ აჰარონიანმა, ეუთოს პოლიციის სტრატეგიული საკითხების დეპარტამენტის უფროსს გი ვინიეს და უბნის პოლიციის საკითხების მრჩეველს მონა ნორდბერგს უმასპინძლა.
აშოტ აჰარონიანმა სტუმრებს პოლიციის დეპარტამენტის სამუშაოები გააცნო. მათ ასევე ისაუბრეს ინფორმაციის მიწოდებაზე, ჟურნალისტებთან თანამშრომლობაზე, პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობასა და სხვა საკითხებზე.
მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს პოლიციის სასწავლო ცენტრის, კოლეჯისა და აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამებზე და თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე.