ახალქალაქში ერთ-ერთ ქუჩას და სკვერს შარლ აზნავურის სახელი დაარქვეს

31 ოქტომბერს, ახალქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მალხასიანის ქუჩას და აღმაშენებლის გზაჯვარედინის მიმდებარე სკვერს წარმოშობით სომეხი მომღერლის შარლ აზნავურის სახელი დაარქვეს.

სახელის დარქმევის ინიციატივა ახალქალაქის მოსახლეობას ეკუთვნოდა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 1 ოქტომბერს ცნობილი შანსონიე შარლ აზნავური 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აზნავური დაიბადა სომეხი ემიგრანტების ოჯახში, რომლებიც საფრანგეთში 1922 წელს გადასახლდნენ. შარლის დედა სომეხ ვაჭართა ოჯახიდან იყო,რომელიც თურქეთში ცხოვრობდა, მამა საქართველოში დაიბადა. გადმოცემით, აზნავურის პაპა მამის მხრიდან ნიკოლოზ II-ის მზარეული იყო ლიკანის რეზიდენციაში.