თბილისის ზოოპარკში მცხოვრებ სპილო გრანდის დღეს, 31 ოქტომბერს, ოპერაცია ჩაუტარდა. ჩატეხილი ეშვის ამოღების პროცედურა დაახლოებით 3 საათზე დასრულდა, სპილომ კი რამდენიმე წუთის შემდეგ გაიღვიძა.
როგორც ზოოპარკში ნეტგაზეთს უთხრეს, სპილოს მდგომარეობის შესახებ სამედიცინო პროგნოზებს მოგვიანებით გააკეთებენ. თუმცა ზოოპარკის ფეისბუკ ლაივში გრანდის მთავარი ვეტერინარი ამბობს, რომ პროცედურის შედეგით კმაყოფილია.
სპილოს მდგომარეობის შესახებ ახალი ცნობების მიღების შემდეგ ინფორმაცია განახლდება.
სპილო გრანდი დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (BBC) სერიალის მთავარი გმირი გახდა. BBC ცხოველების მოყვარულებს მორიგ სიურპრიზს სთავაზობს და ახალ სერიალს იღებს, სახელწოდებით Big Animal Surgery – “დიდი ცხოველების ოპერაციები”. თითოეულ ეპიზოდში თითო ცხოველის ამბავი იქნება გადმოცემული. სერიალი გვიჩვენებს, თუ როგორ ატარებენ გამოცდილი ვეტექიმები უნიკალურ ოპერაციებს ცხოველების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
“შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ჩვენი ემოცია, როცა BBC დაგვიკავშირდა და გრანდის ოპერაციის გადაღება გვთხოვა? დიახ, დიახ! სერიალის ერთი ეპიზოდი მთლიანად გრანდს მიეძღვნება. ხუმრობა საქმე ხომ არაა – BBC, ველურ ბუნებაზე გადაღებული საოცარი დოკუმენტური სერიალების შემქმნელი, თბილისის ზოოპარკის სპილოს მთელ მსოფლიოს გააცნობს!” – წერს თბილისის ზოოპარკი.
22 წლის წლის აზიური სპილო გრანდი თბილისის ზოოპარკში ერევნის ზოოპარკიდან 2014 წლის 12 ივნისს ჩამოიყვანეს. ოთხი წლის წინ მან უკვე გადაიტანა ეშვის ურთულესი ოპერაცია. პირველი ოპერაციის შედეგად თბილისის ზოოპარკის ცნობილ ბინადარს მხოლოდ ერთი ჩატეხილი ეშვი ამოუღეს, ახლა კი მეორე ჩატეხილი ეშვის მოშორების დრო დადგა. გრანდს პირველი ოპერაციის დროს ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობდა, განსაკუთრებით კი ბავშვები.
ახლა მთავარია ადგეს
Posted by თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zoo on Wednesday, October 31, 2018
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021