სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სხდომაზე მიიღო მონაწილეობა

30 ოქტომბერს, სომხეთის ეროვნული ანსამბლეის თავმჯდომარემ არა ბაბლოიანის ხელმძღვანელობით, მოსკოვში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის მე-11 სხდომაზე მიიღო მონაწილეობა.

სომხეთის ეროვნული ასამბლეის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, სხდომაზე კოლექტიური უსაფრთხოების კანონპროექტები, დავალებები და სხვა სამართლებრივი აქტები, კერძოდ, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ტერიტორიების დაცვის, ხელშეკრულების წევრი ქვეყნების კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და ჰარმონიზაციის საკითხები განიხილეს.

არა ბაბლოიანის დელეგაციის წევრები მისი მოადგილე ედუარდ შარმაზანოვი, ეროვნული ასამბლეის დეპუტატები ხოსროვ ჰარუთიუნიანი და კორიუნ ნაჰაპეტიანი იყვნენ.